“სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია” – ნოვალისი
“სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით” – ანაკრეოტი
“სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს” – ბეთჰოვენი
“სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა” – ფრ.რიუკერტი
“ჭეშმარიტი სიყვარული ისევე გულწრფელია, როგორც უმანკო ბავშვი”
“ჭეშმარიტ სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება, რადგან ჭეშმარიტი გრძნობა საქმით უფრო გამოიხატება, ვიდრე სიტყვით” – უილიამ შექსპირი
“სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს” – სტენდალი
“სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია, როგორც მინა” – გიდემოპასანი
“სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა” – ჰიუგო
“სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე” – სტენდალი
“სიყვარული ცვარია ცისა, რომელიც ბუნებამ ჩაგვიწვეთა ცხოვრების ფიალაში, რომ მით სიმწარე ცხოვრებისა დაგვიტკბოს”
“სიყვარული – აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში – აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი” - მოპასანი
“სიყვარულის შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა – ახალი ადამიანი! ბავშვზე კი არ მოგახსენებთ, არამედ ადამიანებზე, რომელთაც უყვართ. აკი გრძნობა სულს უახლებს კაცს, უფრო სხვაგვარს, უკეთესსა და ლამაზს შეიქმს” – მ.გორკი
“სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა” - მეტერლინკი
“რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს” – გერმანული ცხოვრებისეული სიბრძნე
http://ucnauri.com/183219/%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%96%E1%83%94-%E2%99%A5/

No comments:
Post a Comment